ჩვენი პარტნიორები

ბაზრის დეტალური ანალიზის შედეგად არჩევანი შევაჩერეთ კომპანია  Tuya Smartზე.  ეს არის ხელოვნური ინტელექტისა და ე.წ. ინტერნეტის ნივთების (IoT, Internet of Things) კომპანია, რომელიც 2004 წელს ჩინეთში დაარსდა, ხოლო  2021 წელს ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა IPO-ს მეშვეობით  ნიუ იორკისა და ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით.  საერთაშორისო დონეზე, Tuya თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა  Schneider Electric, Lenovo და Philips და ავითარებს ქლაუდსერვისზე დაფუძნებულ პროგრამებს და აპლიკაციებს, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით, რაც უზრუნველყოფს  Tuya-ს უამრავი კონტრაქტორი მწარმოებლის გამოშვებული საოჯახო ელქტრომოწყობილობების ერთ აპლიკაციაში, ერთი სტანდარტით მუშაობას.

სწორედ ის იყო ჩვენი არჩევანის ძირითადი მიზეზი, რომ Tuya გვაძლევს საშუალებას ჭკვიანი სახლის პროდუქტები შევარჩიოთ სხვადასხვა მწარმოებლისაგან, ჩვენთვის სასურველი ხარისხისა და ფასის კომბინაციით, ხოლო მათ გამართულ პროგრამულ მუშაობაზე  საერთაშორისო კომპანია Tuya Smart– ი ზრუნავს. განაგრძეთ კითხვა.

კომპანია სონორას სმარტ სისტემს ქართული დეველოპერული ბაზრის გიგანტის – არქის პარტნიორი გახდა.  ჩვენი ერთობლივი მარკეტინგული კამპანია ითვალისწინებს სპეციალური ფასდაკლების პირობებს არქელებისთვის, რომლებიც ლოიალობის ბარათის – არქიკარდის მეშვეობით მიიღებენ განსაკუთრებულ პირობებს სონორასისაგან:  https://archi.ge/ka/archi-card

არქელებს ახლა უკვე აქვთ შესაძლებლობა რემონტის ეტაპზე გააჭკვიანონ ბინები, ან მოგვიანებით, ჩვენი ტექნოლოგიების საშუალებით გამოასწორონ რემონტისას გამორჩენილი შეცდომები, ჩვეულებრივი განათება გადაიყვანონ რევერსულ რეჟიმზე, გადაალაგონ ჩამრთველების ლოკაცია უფრო მოსახერხებელ ადგილას, დისტანციურად, მობილური ტელეფონიდან მართონ გათბობა და კონდიცირება ბინაში და ხმარებიდან გააქრონ გასაღებების აცმა, რაც შეუძლიათ თითის ანაბეჭდით ან უბრალოდ მობილური აპლიკაციით ჩაანაცვლონ. განაგრძეთ კითხვა.

სახლი უნდა იყოს უსაფრთხო და ქმნიდეს კომფორტულ საცხოვრებელ ატმოსფეროს.  გარდა იმისა,  რომ უსაფრთხოების განცდა, მოულოდნელი რისკებისგან გიცავს, ის  ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება.

სწორედ ამიტომ, Sonorous Smart Systems-სა და სადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერ კომპანია – ალდაგს შორის, საინტერესო პარტნიორობა შედგა. პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც სახლს ალდაგში დააზღვევენ, სონორას სმარტ სისტემსის ჭკვიან ტექნოლოგიებზე, 12%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, რაც სახლში დამდგარ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს. განაგრძეთ კითხვა.

ჩვენი კლიენტები