ბიზნეს ცენტრ ქინგ დევიდში განთავსებულ ჯორჯიან მანგანეზის ოფისში, შეხვედრების და სამუშაო ოთახების ვიტრაჟები აღიჭურვა ჭკვიანი ფირებით. ჭკვიანი ფირის მეშვეობით მფლობელს შეუძლია შეხვედრების ან სამუშაო ოთახების შუშის ვიტრაჟები საკუთარი სურვილისამებრ ხან ჩაბუროს ხან გამჭვირავლედ აქციოს.

ეს საშუალებას იძლევა საჭიროებისდამიხედვით დაიფაროს კონფიდენციალური შეხვედრები, პრეზენტაცია, ან სამუშაო პროცესი, ხოლო ნებისმიერ სხვა დროს ვიტრაჟი იყოს გამჭივრვალე. ვიტრაჟზე გაკრული სპეციალური ჭკვიანი ფირი იქნება გამჭვირვალე ან ჩაბურული (გაუმჭვირვალე) თქვენს მიერ პულით, სმარტფონით ან ხმოვანი ბრძანებით მიცემული დავალების შესაბამისად.

ეს ტექნიკური გადაწყვეტა უფრო მრავალფუქნციურს და თქვენზე მორგებულს გახდის ნებისმიერ სივრცეს სადაც შუშის ვიტრაჟი, კარი, ფანჯარა ან სხვა გამჭვირვალე ელემენტებია გამოყენებული.