ჩვენმა ტექნიკურმა გუნდმა საქართველოს ბანკის სათავო ოფისის გაჭკვიანებაზეც იზრუნა. ჩვენ, ბანკის დაკვეთით, შუშის ცნობილ კუბში არსებული გათბობა-გარგილების სისტემა გავაჭკვიანეთ.

დამონტაჟდა 16 ცალი ჭკვიანი თერმოსტატი, მონიტორზეა გამოტანილი სრული ტექნიკური ინფორმაცია შენობის კლიმატის შესახებ და ამ მონაცემების საფუძველზე ავტომატურ რეჟიმში ხდება ტემპერატურის მატება ან კლება. სურვილის შემთხვევაში ბანკის თანამშრომლები ასევე დისტანციურად, მობილური აპლიკაციით მართავენ რეჟიმებს და სასურველ კლიმატებს აყენებენ ცალკეულ ოთახებში.