კიდევ ერთი საინტერესო პროექტი ბათუმში განვახორციელეთ. 29 წლის გვანცა გოგუაძე 2 საკუთარ და 6 მიბარებულ აპარტამენტს აქირავებს ბათუმში.

განსაკუთრებით საკურორტო სეოზონზე თვის განმავლობაში ორმოცამდე სხვადასხვა დამსვენებელთან უწევდა შეხვედრა, გასაღების გადაცემა, ან ზოგჯერ „კოვრიკის ქვეშ“ დატოვება და ფაქტიურად მთელი დღე ქალაქში გადაადგილდებოდა. გვანცამ წელს სონორას სმარტ სისტემსის მეშვეობით გააჭკვიანა აპარტამენტების საკეტები, შესასვლელები კამერით აღჭურვა და ახლა მთელ ამ პროცესს მობილური აპლიკაციით მართავს. ყოველთვის ზუსტად იცის ვინ როდის შევიდა და გავიდა მის აპარტამენტებში, ასევე ცალკე დაშვების კოდი აქვს გაწერილი დამლაგებლის და ტექნიკური დამხმარესთვის.

„ჭკვიანი საკეტების გამოყენება სწორი ინვესტიცია აღმოჩდა, დღეს მე ბევრად მეტი თავისუფალი დრო მაქვს, როგორც სწავლისთვის და პირადი ცხოვრებისთვის, ასევე ვგრძნობ რომ ერთიორად შემიძლია ჩემი აპარტამენტების რაოდენობა გავზარდო და ბიზნესის მასშტაბირება მოვახდინო, ეს ყველაფერი კი თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებაა. გამოთავისუფლებული დრო მეტი შემოსავლის და განვითარების ტოლფასია. რეკომენდაციას ვუწევ სონორას სმარტ სისტემსის გუნდს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აპარტამენტების გაქირავებითაა დაკავებული“ – ასე აფასებს გვანცა მისი აპარტამენტების გაჭკვიანებას.