სონორას სმარტ სისტემის დახმარებით მთაწმინდაზე მდებარე სასტუმრო RMS სრულად გაჭკვიანდა. ჩვენ დავამონტაჟეთ საერთო შესასვლელის და თითოეული ნომრის ‘ჭკვიანი საკეტი“, ასევე დამონტაჟდა ვიდეო მეთვალყურეობის კამერები. მოგვიანებით კი მოხდა გათბობა გაგრილების არსებული სისტემის ავტომატიზაცია და გჭკვიანება. საბოლოოდ სასტუმროს უცხოელმა მესაკუთრემ მიიღო ის შედეგი რასაც ისახავდა მიზნად. მეპატრონე ცხოვრობს საზღვარგარეთ და ისე მართავს საკუთარ 10 ნომრიან სასტუმროს თბილისში, რომ არ საჭიროებს არც ცალკე რესეფშენს და არც მენეჯერს. იგი იზრაელიდან, საკუთარი ოჯახის და საქმიანობის მოუწყვეტლად აქირავებს ნომრებს, სტუმრებს უგზავნის ერთჯერად გენერირებულ კოდებს, რითიც სტუმრები ხვდებიან ჯერ სასტუმროს ფოიეში, შემდეგ უკვე კონკრეტულ ნომერში. ვიდეომეთვალყურეობა საერთო სივრცეში, ზურუნველყოფს რომ სასტუმროში არ მოხვდნენ გარეშე პირები და აზღვევს არასასურველი ინციდენტებისგან. გათბობა გაგრილების სისტემების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა სისტემა დაიტვირთოს მხოლოდ საჭიროებების შესაბამისად, დისტანციურად დარეგულირდეს თუ რომელ ოთახებში რა ტემპერატურული რეჟიმია საჭირო.
„მე მივიღე სრულიად კომფორტული მოცემულობა ჩემი ბიზნესისთვის. წარმოიდგინეთ, დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ვმართავ სასტუმროს თბილისის ცენტრში, საკეტების ონლაინ გაწერილი ელექტორნული კოდებით შემიძლია ვაკონტროლო როდის რომელი სტუმარი შედის, ასევე არ გამომეპაროს პერსონალის (დამლაგებელი, ხელოსანი) ვიზიტი ჩემს ობიექტზე. ეს წარმოუდგენელი გამოცდილებაა, მიადვილებს ჩემი ბიზნესის მართვას და მიზოგავს ხარჯებს. ვფიქრობ მცირე სასტუმროების და გასაქირავებელი ბინებისათვის ძალიან საჭირო პროდუქტია“- ამბობს სასტუმროს მეპატრონე ჰაიმ ლევი.