მხოლოდ სახლი შეიძლება გავხადოთ ჭკვიანი?
ჭკვიანი სისტემები საშუალებას გვაძლევს სრულად ან ნაწილობრივ გავხადოთ ჭკვიანი ნებისმიერი შენობა, იმის მიხედვით, თუ რისი მართვა გვსურს დისტანციურად. მაგალითად, შესაძლებელია მთავარი შესასვლელი კარის „დაჭკვიანების“, განათების მართვა, გათბობა-გაგრილების მართვა, კამერების კონტროლი. საყოფაცხოვრებო უსაფრთხოების მიზნით მოძრაობის, წყლის გაჟონვის, გაზის, კვამლის და გაღება-დაკეტვის სენსორებით აღჭურვა.
რა ღირს ჭკვიანი სახლი ?
სახლის „გაჭკვიანების“ ფასი დამოკიდებულია მომხმარებლის სხვადასხვა სურვილზე. ამისთვის შესაძლებელია როგორც ერთი ელემენტის გამოყენება, ასევე სახლის ყველა ელექტრო მოწყობილობის ერთ ჰაბში ჩასმა. ფასი დამოკიდებულია პროდუქტის მოდელსა და დიზაინზე. პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ,რაც ჩვენი გუნდი დეტალურად განიხილავს პროექტს.
რამდენად დაცულია ჭკვიანი საკეტები?
ჭკვიანი სახლის სისტემები არ არის სიგნალიზაციისა და დაცვის სამსახურების ალტერნატივა, თუმცა ჭკვიანი საკეტი ისეთივე დაცული სისტემაა, როგორიც ნებისმიერი ჩვეულებრივი საკეტი, თუმცა, ამ შემთხვევაში მას აქვს დამატებითი ფუნქციებიც, რაც კამერასთან ერთად ბევრად ეფექტიანი კონტროლის საშუალებას გვაძლევს უსაფრთხოების თვალსაზრისით. საკეტს აქვს ფუნქცია, მისი გატეხის მცდელობისას შეტყობინება გაიგზავნოს მეპატრონის ტელეფონზე, ჩაირთოს ხმოვანი სიგნალი, სენსორული კამერით შეიძლება ონლაინ შემოწმდეს საკეტზე ზემოქმედების მიზეზი.
კომფორტის გარდა კიდევ რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ?
კომფორტის გარდა ჭკვიანი სისტემები ხარჯების ეკონომიის კარგი საშუალებაა. განათების, კონდიცირების, გათბობის „დაჭკვიანებით“ ხდება ელექტროენერგიის და გაზის დაზოგვა. ასევე იზოგება დრო, რომელიც სახლში/ოფისში მოქმედებებისთვის არის საჭირო. ერთი ღილაკის დაჭერით რამდენიმე მოქმედების შესრულებაა შესაძლებელი. გარდა ეკონომიისა, მნიშვნელოვანია დაცულობის შეგრძნება. თქვენ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ობიექტის უსაფრთხოება.
ჭკვიანი სახლი რემონტის დროს უნდა მოეწყოს თუ მერეც შეიძლება ობიექტი ჭკვიანი გავხადოთ?
უმჯობესია სახლი ჭკვიანი გავხადოთ რემონტის ეტაპზე, რათა წინასწარ მომზადდეს ელექტრო ქსელი და დაიგეგმოს განთავსების ადგილები. თუმცა ჭკვიანი მოწყობილობების უმეტესობა არის უკაბელო, შესაბამისად ,რემონტის დასრულების შემდეგაც თავისუფლად შეიძლება სახლი ჭკვიანი გავხადოთ ზედმეტი ნგრევის გარეშე.
თუ გაითიშა ელექტროენერგია / ინტერნეტი, როგორ იმუშავებს სისტემა?
პროდუქციის 95% მუშაობს ელემენტებზე, შესაბამისა,ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ჭკვიანი სახლი განაგრძობს ფუნქციონირებას. თუმცა გარედან წვდომა და კონტროლი შესაძლებელია შეფერხდეს ინტერნეტის გათიშვის გამო, რაც შეფერხების დროს შეგვიზღუდავს კომფორტს, მაგრამ არ შექმნის პრობლემებს სახლში.
რა გარანტია ან დამატებითი სერვისი შეიძლება მივიღოთ?
ჩვენს პროდუქტებს 1- წლიანი ქარხნული გარანტია აქვს. წუნის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში ჩვენ ადგილზე მისვლით შევცვლით ან შევაკეთებთ პროდუქტს.
რა დისტანცია აქვს და როგორია მართვის დიაპაზონი?
ჭკვიან სახლთან დაკავშირებისთვის საჭიროა ინტერნეტი, შესაბამისად ,შეგვიძლია მისი მართვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
რა სპეციალურ უნარებს საჭიროებს ჭკვიანი სახლის სისტემების გამოყენება?
თქვენს სმარტფონში განთავსებული ერთი აპლიკაციით მარტივად მართავთ საკეტს, განათებას, გათბობა- გაგრილების სისტემებს, მოძრაობისა და წყლის გაჟონვის სენსორებს და სხვა ჭკვიან პროდუქტებს.
რომელ ქვეყანაში იწარმოება პროდუქტი?
პროდუქტების დიდი ნაწილი იწარმოება ჩინეთის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში. ჩვენს ყველა პროდუქტს აერთიანებს ერთი პროგრამული უზრუნველყოფა – აპლიკაცია TUYA. ტუია 2014 წელს დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის კომპანიაა 552 -მილიონიანი კაპიტალით, და რომლის აქციებიც ცნობილი საფონდო ბირჟების სიებშია.