კომპანია სონორას სმარტ სისტემს ქართული დეველოპერული ბაზრის გიგანტის – არქის პარტნიორი გახდა.  ჩვენი ერთობლივი მარკეტინგული კამპანია ითვალისწინებს სპეციალური ფასდაკლების პირობებს არქელებისთვის, რომლებიც ლოიალობის ბარათის – არქიკარდის მეშვეობით მიიღებენ განსაკუთრებულ პირობებს სონორასისაგან:  https://archi.ge/ka/archi-card

არქელებს ახლა უკვე აქვთ შესაძლებლობა რემონტის ეტაპზე გააჭკვიანონ ბინები, ან მოგვიანებით, ჩვენი ტექნოლოგიების საშუალებით გამოასწორონ რემონტისას გამორჩენილი შეცდომები, ჩვეულებრივი განათება გადაიყვანონ რევერსულ რეჟიმზე, გადაალაგონ ჩამრთველების ლოკაცია უფრო მოსახერხებელ ადგილას, დისტანციურად, მობილური ტელეფონიდან მართონ გათბობა და კონდიცირება ბინაში და ხმარებიდან გააქრონ გასაღებების აცმა, რაც შეუძლიათ თითის ანაბეჭდით ან უბრალოდ მობილური აპლიკაციით ჩაანაცვლონ.

ამასთანავე, ჭკვიანი სახლის სისტემების შემდგომი პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით სონორასი და არქი მომავალშიც გეგმავენ არაერთ საინტერესო მარკეტინგულ აქტივობას და კამპანიას.

ვფიქრობთ ეს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა დაგვეხმარება უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს მომხმარებელთან და პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით ავუხსნათ ჭკვიანი სახლის სისტემების სარგებელი უსაფრთხოების, კომფორტის თუ ენეგოეფექტურობის კუთხით.

ღრმად ვართ დარწმუნებული რომ რამდენიმე წელიწადში თითქმის ყველა პრემიუმ და ეკონომ კლასის დეველოპერულ პროექტებში  აქტიურად იქნება წარმოდგენილი ჭკვიანი სახლის ელემენტები და დიდწილად ჩაანაცვლებს ძველ მექანიკურ ტექნოლოგიებს.

შესაბამისად, არქელები ერთ-ერთი პირველები იქნებიან მათ შორის, ვინც ფეხს აუწყობს ახალ ტექნოლოგიებს.