სახლი უნდა იყოს უსაფრთხო და ქმნიდეს კომფორტულ საცხოვრებელ ატმოსფეროს.  გარდა იმისა,  რომ უსაფრთხოების განცდა, მოულოდნელი რისკებისგან გიცავს, ის  ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება.

სწორედ ამიტომ, Sonorous Smart Systems-სა და სადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერ კომპანია – ალდაგს შორის, საინტერესო პარტნიორობა შედგა. პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც სახლს ალდაგში დააზღვევენ, სონორას სმარტ სისტემსის ჭკვიან ტექნოლოგიებზე, 12%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, რაც სახლში დამდგარ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.

ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას მიიღებს. სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს  სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება ისეთი მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან დაიცვას თავი, რომელსაც იწვევს ხანძარი, დატბორვა, აფეთქება, ქურდობა ან ბუნებრივი კატაკლიზმები.

რისკების მინიმიზაციისთვის, კი, ჭკვიანი სისტემები, სახლში მიმდინარე პროცესების მარტივად გაკონტროლებას უზრუნველყოფს. ჭკვიანი საკეტი, კამერა და დეტექტორი საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა უსწრაფესად აღმოაჩინოს წყლის გაჟონვა, დაკვამლიანება, ბინაში უკანონო შეღწევა და სხვა პროცესები და დროულად მოახდინოს რეაგირება – დისტანციურად, ავტომატურად მიიღოს შესაბამისი ზომები ან მოაბილიზოს დამხმარე ძალა.

გააჭკვიანე და დააზღვიე ბინა რისკებისგან, დაისვენე მშვიდად საკუთარი სახლისგან შორს.