ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ჭკვიანი სახლის სისტემების შესახებ. მოგეხმარებით მიიღოთ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა პროტოკოლი და რა რეალური სარგებლობა შეიძლება მიიღოთ სახლის სრული ან ცალკეული კომპონენტების ,,დაჭკვიანებით’’.პერიოდულად ვებსაიტზე ბლოგის ჩანართსა და ჩვენს ფეისბუკგვერდზე გაეცნობით სასარგებლო რჩევებს ჭკვიანი სისტემების შესახებ. გვადევნეთ თვალი, დაგვიკავშირდით თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან დააგეგმაროთ ჭკვიანი სახლის პროექტი. ეს შესაძლებელია როგორც მშენებლობა-რემონტის ეტაპზე, ასევე უკვე დასრულებულ ობიექტშიც. პროექტირებისას არსებული მოცემულობის გათვალისწინებით ხდება დამკვეთის სურვილებისა და კომფორტის ზონების ფორმირება და ბიუჯეტზე მორგება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შესაძლებელია დაპროექტდეს გონივრული გადაწყვეტის მაქსიმალური რაოდენობა, ხოლო მათი მონტაჟი და ექსპლუატაცია მოხდება ნაწილ- ნაწილ, ბიუჯეტის გათვალისწინებით. ობიექტების უმრავლესობა დასრულებულ მდგომარეობაში აღიჭურვება ხოლმე ჭკვიანი სისტემებით, მაგრამ ზოგიერთი ჭკვიანი მოწყობილობის კომფორტული მონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ობიექტის რემონტის ეტაპზე იყო დაგეგმილი და გათვალისწინებული.
მზად ვართ ჩვენივე მომზადებული პროექტის მიხედვით განვახორიელოთ ჭკვიანი სახლის სისტემების ინსტალირება, უზრუნველვყოთ გამართული ფუნქციონირება, შევიმუშაოთ ოჯახის წევრებისა თუ სხვა პირების წვდომის პროტოკოლი, უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხო მუშაობა. ჩვენი სპეციალისტები განსაკუთრებული სიზუსტით და სიფრთხილით დაგიმონტაჟებენ ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს. მუშაობის შემდეგ არ რჩება ნაგავი და რემონტის კვალი.
ჩვენს სისტემებს აქვს მწარმოებლის და მომწოდებლის გარანტიები. ამა თუ იმ სისტემას, როგორც ნებისმიერ მოწყობილობას, შესაძლოა პერიოდულობით დასჭირდეს ტექნიკური მომსახურება. ჩვენი კომპანია ცხელი ხაზის და ონლაინკავშირის მეშვეობით უზრუნველყოფს მომხმარებლებთან კომუნიკაციას და კონსულტაციას მოწყობილობების მოვლასთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში გვაქვს გამოძახების სერვისიც. ეს ყველაფერი კი ყველა სახის გაუმართაობის დროულად და კომფორტულად მოგვარებას განაპირობებს.