OUR PARTNERS

ბაზრის დეტალური ანალიზის შედეგად არჩევანი შევაჩერეთ კომპანია  Tuya Smartზე.  ეს არის ხელოვნური ინტელექტისა და ე.წ. ინტერნეტის ნივთების (IoT, Internet of Things) კომპანია, რომელიც 2004 წელს ჩინეთში დაარსდა, ხოლო  2021 წელს ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა IPO-ს მეშვეობით  ნიუ იორკისა და ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით.  საერთაშორისო დონეზე, Tuya თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა  Schneider Electric, Lenovo და Philips და ავითარებს ქლაუდსერვისზე დაფუძნებულ პროგრამებს და აპლიკაციებს, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით, რაც უზრუნველყოფს  Tuya-ს უამრავი კონტრაქტორი მწარმოებლის გამოშვებული საოჯახო ელქტრომოწყობილობების ერთ აპლიკაციაში, ერთი სტანდარტით მუშაობას.

სწორედ ის იყო ჩვენი არჩევანის ძირითადი მიზეზი, რომ Tuya გვაძლევს საშუალებას ჭკვიანი სახლის პროდუქტები შევარჩიოთ სხვადასხვა მწარმოებლისაგან, ჩვენთვის სასურველი ხარისხისა და ფასის კომბინაციით, ხოლო მათ გამართულ პროგრამულ მუშაობაზე  საერთაშორისო კომპანია Tuya Smart– ი ზრუნავს.

საგულდაგულოდ გამოვცადეთ Тuya-ს აპლიკაცია, რომელიც თავსებადია Android და IOS სისტემებთან, არის ადვილად აღქმადი და მოსახერხებელი (user friendly). აპლიკაცია საშუალებას იძლევა ერთდროულად ვმართოთ სხვადასხვა ბინა და სახლის უამრავი მოწყობილობა, ერთ სივრცეში გვქონდეს წვდომა ბინის ცენტრალურ ან ცალკეული სათავსოების საკეტებთან, უსაფრთხოების კამერებთან, მოძრაობის, გაღება-დაკეტვის, წყლის და გაზის სენსორებთან ასევე ვარეგულიროთ გათბობა-კონდიცირების სისტემა, და სურვილის შემთხვევაში გამოვრთოთ ან ჩავრთოთ ჩაიდანი.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტების კიბერ უსაფრთხოება. Tuya -ს აპლიკაცია და ინფორმაციის გაცვლა მოწყობილობებთან დაცულია ყველაზე თანამედროვე და მაღალი სტანდარტის კიბერუსაფრთოების პროტოკოლებით. ფაქტობრივად, შეუძლებელია მათი ჰაკერული გატეხვა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, რაზედაც კომპანია მუდმივად ზრუნავს და აპლიკაციის განახლებასთან ერთად დაცულობის ხარისხსაც ზრდის.

OUR CLIENTS